სსიპ ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასის პედაგოგის ნანა რომელაშვილის
საგანმანათლებლო
პროექტი
„საქართველოს უდიდესი და კეთილმსახური მეფეები“.
საგანმანათლებლო პროექტი
პროექტგაკვეთილის ვიდეო ჩანაწერი იხილეთ შემდეგ ლინკზე:
ვიდეო ჩანაწერი
მოსწავლეების მიერ დამზადებული კედლის გაზეთები:
ექსკურსია შიო მღვიმესა და სვეტიცხოველში:
პროექტის: "საქართველოს უდიდესი და კეთილმსახური მეფეების" პრეზენტაციის შემდგომი მიზნობრივი ექსკურსია სვეტიცხოველსა და შიო მღვიმის მონასტერში - 2014 წლის ივნისი
მიზანი:
1. დავით აღმაშენებლის მიერ აგებული მონასტრისა და მის კედლებზე დავითის ფრესკის საკუთარი თვალით ხილვა.
2.სვეტიცხოვლის მონასტერში ვახტანგ გორგასალისა და ერეკლე II-ის საფლავების ნახვა.
3. მოსწავლეებში საქართველოს ისტორიული ძეგლებისადმი პატივისცემისა და ინტერესის გაღვივება.
4. მოსწავლეებს შორის მეგობრობისა და კომუნიკაციის უნარის განვითარება.
რეფლექსია:პროექტის "საქართველოს უდიდესი მეფეების" პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა სლაიდშოუში ნანახი ეკლესიები და მეფეთა საძვალეები საკუთარი თვალით მოინახულეს. მათზე უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა დავით აღმაშენებლის ფრესკამ, რომელიც აღბეჭდილია ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის კედელზე;ესაუბრნენ შიო მღვიმის მონასტრის ბერებს,რომელთაგანაც უამრავი საინტერესო ინფორმაცია შეიტყვეს.;მოილოცეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, დაათვალიერეს უდიდესი მეფეების ვახტანგ გორგასალისა და ერეკლე II -ის საძვალეები, მოისმინეს ინფორმაცია სვეტიცხოველში მყოფი უდიდესი სიწმინდეების შესახებ; შემდეგ ბუნებაში თამაშით იჯერეს გული და ძალიან კმაყოფილები დაბრუნდნენ შინ. მეორე დღეს კი ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს და გამოთქვეს სურვილი შემდეგ ექსკურსიაზე გელათის მონასტერი მოელოცათ და აღმაშენებლის საფლავის ქვაც საკუთარი თვალით ეხილათ
No comments:
Post a Comment